„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში აქციას მართავს, რასაც დავით ნარმანია „ძალიან სასაცილოს“ უწოდებს
15-10-2017, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომლითაც პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწის ნაკვეთი და თაბორის მთის ტერიტორიის ნაწილი გასხვისდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებს და აცხადებს, რომ არ დაუშვებს ივანიშვილის კომპანიისთვის ტერიტორიების 1 ლარად გადაცემას.

 


„ნაციონალები“ მეტრო "რუსთაველთან" შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლისკენ მიემართებიან. მათი მთავარი ლოზუნგია ასეთია: „გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად“.

 


აღნიშნულ თემაზე მორიგი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

 


„ეს იყო ერთ ლარად გადაცემა ერთი მილიონი ლარის ინვესტირების მიზნით და არა ვინმესთვის საჩუქრად გადაცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ის, რომ აქ კეთდება საპარკინგე ადგილი, რომელიც ქალაქს ძალიან სჭირდება და ასეთი არაერთი დატვირთული უბანი გვაქვს და მომავალშიც არაერთი პარკინგი გაკეთდება ქალაქში“, განაცხადა ნარმანიამ მედიასთან საუბრისას.

 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ კი თბილისის მერმა თქვა, რომ იმ პოლიტიკური ძალის მიერ აქციების გამართვა, რომელსაც მისი მმართველობის დროს საჩუქრად უამრავი ტერიტორია აქვს გაცემული, „ძალიან სასაცილოა“.

 


„მათთი მმართველობის დროს ძალიან ბევრი ტერიტორია საჩუქრად გადაეცათ ვიღაცებს და ეს ვიღაცები არიან მათი მმართველობის დროს არაერთი ცალკეული მაღალი რანგის ჩინოვნიკები. ასე რომ, მათი მხრიდან ასეთი აქციის გამართვა ძალიან სასაცილოა“, აღნიშნა ნარმანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი