ზაალ უდუმაშვილი: „აქ ათიათასობით ადამიანი დგას... ჩვენი მთავარი მიზანია ივანიშვილს ჩამოვართვათ ის ავტოფარეხი, რომელიც მას საკრებულომ დაუკანონა“
15-10-2017, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის საკრებულოს რამდენიმე დღის წინათ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწის ნაკვეთი და თაბორის მთის ტერიტორიის ნაწილი გასხვისდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქცია-მსვლელობით აპროტესტებს.

 


„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის მრავალათასიანი მხარდამჭერები ამ წუთებში რუსთაველის გამზირის გავლით სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლისკენ მიემართებიან.

 


პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მათი უმთავრესი მიზანია „ივანიშვილს ჩამოვართვათ ის ავტოფარეხი“, რომელიც მას საკრებულომ დაუმტკიცა.

 


„ჩვენი მთავარი მიზანია ბიძინა ივანიშვილს ჩამოვართვათ ის ავტოფარეხი, რომელიც მას საკრებულომ დაუკანონა რამდენიმე დღის წინ. უნდა შეჩერდეს თბილისის აბუჩად აგდება და თბილისის დაცინვა, რასაც ახლა ქვეყნის არაფორმალური მმართველი აკეთებს. თბილისი დაანახვებს დღეს ბიძინა ივანიშვილს, რომ მას გააჩნია თავმოყვარეობა და არ დათმობს მის ისტორიულ ტერიტორიებს ვიღაცის კერძო ავტოფარეხის გადასაკეთებლად... საკრებულოს უმრავლესობაში 30 კაცია, აქ ათიათასობით ადამიანი დგას. ეს არის კანონი და ეს იღებს საბოლოო ჯამში გადაწყვეტიელებას. ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას 21 ოქტომბერს და ის იქნება შემდეგ კანონი.

 


„ეს არის მშვიდობიანი აქცია და ჩვენ მივალთ პუშკინის სკვერის ავტოფარეხის ახალ მფლობელთან და მოვთხოვთ მას, რომ დააბრუნოს წართმეული ტერიტორიები, ანუ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მსვლელობა-აქციიდან.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მხრიდან ჯერჯერობით კომენტარი თბილისის მერმა გააკეთა. დავით ნარმანიამ თქვა, რომ იმ პოლიტიკური ძალის მიერ აქციების გამართვა, რომელსაც მისი მმართველობის დროს საჩუქრად უამრავი ტერიტორია აქვს გაცემული, „ძალიან სასაცილოა“.

 

კომენტარები: 3
#3  დიტო
      
"ქართული ოცნების" უნიათო "კოჰაბიტაციური" მმართველობის შედეგი - "ნაციონალების" პარპაში გრძელდება!!!
15 ოქტომბერი 2017 08:02
#2   David
      
სამწუხაროდ ეს არჩევნების წინა პოლიტ. ტექნოლოგია და სპექტაკლია, რაც ხელს აძლევს მხოლოდ ნაცებს და ოცნებას და პირდაპირ ურტყამს ელისაშვილის რეიტინგს. არჩევნების შედეგზეც მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს! ეს უნდა შეძლოს და გაითვალისწინოს ამომრჩეველმა!
15 ოქტომბერი 2017 07:48
#1   Tina
      
კორექტულად ამ ხორც მეტებზე ვერ ვისაუბრებ მოგვაშორეთ ნაცბანდა დავიღალეთ ვაა33
15 ოქტომბერი 2017 06:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი