„ნაციონალები“ აცხადებენ, რომ 21 ოქტომბერს დაასრულებენ „ფაროსანა ივანიშვილის მმართველობას“ - დაგვჭირდება, 100 000 ადამიანი რუსთაველის გამზირზე, მიიღებს ბიძინა ივანიშვილი 100 000 ადამიანს
15-10-2017, 16:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს რამდენიმე დღის წინათ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწის ნაკვეთი და თაბორის მთის ტერიტორიის ნაწილი გასხვისდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციით პასუხობს.

 

 

პარტიის ლიდერები და მათი მრვალათასიანი მხარდამჭერები ამ წუთებში სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არიან შეკრებილი და მოუწოდებენ ივანიშვილს „არ გაბედოს“ 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების გაყალბება. ისინი აცხადებენ, რომ 21 ოქტომბერს დაასრულებენ „ფაროსანა ივანიშვილის მმართველობას“. „ეს არის განახლებული, ეს არის გაკეთილშობილებული ნაციონალური მოძრაობა“, თქვა ნიკა მელიამ და გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, რომ „ხელი არ წაუცდეს“ 21 არჩევნების გასაყალბებლად. თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა კი განაცხადა, რომ „ქართველმა ხალხმა უნდა უთხრას არა იმ აღვირახსნილობას, იმ ბანდიტიზმს, რასაც ქართული ოცნება აკეთებს დღეს საქართველოში“.

 

 

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამ ქვეყნის მთავარ ფაროსანასთან, რომელიც მართლაც შემოსეულია საქართველოზე... არ ჰყოფნით ის, რაც მიიტაცეს ამ 5 წლის განმავლობაში, რაც წაღლიტეს ქართველ ხალხს, ახლა უკვე გადავიდნენ თბილისის ისტორიულ ნაწილებზე და თბილისის მთავარ რეკრეაციულ ზონებზე. მართლაც ფაროსანასავით შემოესიენ ამ ქვეყანას და ცდილობენ წაღლიტონ მაქსიმალურად მეტი. ეს უნდა დავამთავროთ 21 ოქტომბერს. ერთხელ და სამუდამოდ, ქართველმა ხალხმა უნდა უთხრას არა იმ აღვირახსნილობას, იმ ბანდიტიზმს, რასაც ქართული ოცნება აკეთებს დღეს საქართველოში. არავის ეგონოს, რომ დავთმობთ პუშკინის სკვერს. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ერთი კვირის წინ დაკანონებული ავტოფარეხი წავართვათ ბიძინა ივანიშვილს და მას იქ, ისევ პუშკინის სკვერი დაერქვას“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. 

 


სოლოლაკში „ნაციონალები“ რუსთაველის გამზირის გავლით მივიდნენ. აქციიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში პირდაპირი ჩართვისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აქციები პერმანენტულად გაგრძელდება და თუ რუსთაველის გამზირზე 100 000 ადამიანის გამოყვანის საჭიროება დადგება, „მიიღებს ბიძინა ივანიშვილი 100 000 ადამიანს და ამით ავაღებინებთ ხელს იმ უკანონობაზე, რომელსაც სჩადის ყოველდღიურ რეჟიმში“.

 


„ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა უკვე ჰგონია, რომ თბილისმა დაკარგა ღირსება და ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა, ისინი მზად არიან შეეგუონ ყველაფერს, მათ შორის საქართველოში, მაგრამ ძალიან ცდება. ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციები მანამ, სანამ ივანიშვილი ხელს არ აიღებს დაცინვაზე და უკანონობაზე, ცინიკურად აკეთებს უკვე ამ ყველაფერს, თავის „ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებს, თითქოს იგი ახორციელებს ინვესტიციას, საკუთარი ბიზნესისთვის სჭირდება 30 ავტომანქანაზე ავტოფარეხი და მილიონ ლარს განახორციელებს ინვესტიციებს. შესაძლოა, 20 მილიონი ლარისაც განახორციელოს, მაგრამ ამით ხალხმა რა საზოგადოებრივი სიკეთე შეიძლება მიიღოს?! აღნიშნა მელიამ და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ივანიშვილმა შევარდნაძის მმართველობისას სოლოლაკის ის ფერდობი „მიიტაცა“, სადაც ბიზენს-ცენტრის ნაცვლად „საკუთარი სახლი ააშენა“.

 


ბიძინა ივანიშვილმა როდესაც განიზრახა წლების წინ სოლოლაკის ხეივანზე, უკანონოდ მაშინ, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს აეშენებინა, მაშინ არ ჰქონდა მიწა დარეგისტრირებული საკუთრებაში, მაშინ მთელ თბილისს ეგონა, რომ ბიზნეს-ცენტრს აშენებდა, არადა მივიღეთ რა? - საცხოვრებელი სახლი. აი, მაშინ რომ გამოსულიყო კალაძე - ურცხვი, კობახიძე, თალაკვაძეები და სხვები და ეთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს ინვესტიციას ხალხნო! - 70-80 მილიონ დოლარს ხარჯავს, ზუსტად ანალოგიური იქნებოდა, დარმწუნებული ვარ და რა მივიღეთ? ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლი. ეს არის უკიდურესი ცინიზმი, შუაგული თბილისი, ამაზე ცენტრი თბილისს არ აქვს და ამ ყველაფერს აკეთებს როდის, როდესაც 5 წლის განმავლობაში მლიარდერმა ივანიშვილმა 1 ლარით არ მოუმატა პენსიონერს პენსია; მაშინ, როდესაც მთელი დასავლეთ საქართველოში აზიურმა ფაროსანამ ათიათასობით ოჯახი გაანადგურა, ქრისტეს ტირილია პრაქტიკულად სამეგრელოში, როდესაც განადგურდა ყველაფერი და ამ ყველაფრის პარალელურად, იმის მაგივრად რომ მილიარდერმა ანუგეშოს თავის ხელისუფლებასთან ერთად პენსიონერი, გაუბედურებული გლეხი და ა.შ. მიაქვს საკუთრებაში შუაგული თბილისი იმიტომ, რომ გაიმდიდროს კიდევ ერთხელ თავისი ჯიბე, ამას არ შევეგუებით. დაგვჭირდება, 100 000 ადამიანი რუსთაველის გამზირზე, მიიღებს ბიძინა ივანიშვილი 100 000 ადამიანს და ამით ავაღებინებთ ხელს იმ უკანონობაზე, რომელსაც სჩადის ყოველდღიურ რეჟიმში“, განაცხადა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირიდან მიმდინარე აქცია-მსვლელობიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში პირდაპირი ჩართვისას.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მხრიდან ჯერჯერობით კომენტარი თბილისის მერმა გააკეთა. დავით ნარმანიამ თქვა, რომ იმ პოლიტიკური ძალის მიერ აქციების გამართვა, რომელსაც მისი მმართველობის დროს საჩუქრად უამრავი ტერიტორია აქვს გაცემული, „ძალიან სასაცილოა“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი