ზაალ უდუმაშვილი: „ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამ ქვეყნის მთავარ ფაროსანასთან... აქ მოვედით იმისთვის, რომ ერთი კვირის წინ დაკანონებული ავტოფარეხი წავართვათ ბიძინა ივანიშვილს“
15-10-2017, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სოლოლაკში, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოუწოდეს ივანიშვილს „არ გაბედოს“ 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების გაყალბება.

 


ისინი აცხადებენ, რომ 21 ოქტომბერს დაასრულებენ „ფაროსანა ივანიშვილის მმართველობას“. მათ ივანიშვილის რეზიდენციასთან პლაკატები წარწერით - „ფაროსანა“- გააკრეს. 

 

 

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა მხარდამჭერებს უთხრა, რომ ივანიშვილის სოლოლაკის სასახლესთან მივიდნენ „იმისთვის, რომ ერთი კვირის წინ დაკანონებული ავტოფარეხი წავართვათ ბიძინა ივანიშვილს“.

 


„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამ ქვეყნის მთავარ ფაროსანასთან, რომელიც მართლაც შემოსეულია საქართველოზე... არ ჰყოფნით ის, რაც მიიტაცეს ამ 5 წლის განმავლობაში, რაც წაღლიტეს ქართველ ხალხს, ახლა უკვე გადავიდნენ თბილისის ისტორიულ ნაწილებზე და თბილისის მთავარ რეკრეაციულ ზონებზე. მართლაც ფაროსანასავით შემოესიენ ამ ქვეყანას და ცდილობენ წაღლიტონ მაქსიმალურად მეტი. ეს უნდა დავამთავროთ 21 ოქტომბერს. ერთხელ და სამუდამოდ, ქართველმა ხალხმა უნდა უთხრას არა იმ აღვირახსნილობას, იმ ბანდიტიზმს, რასაც ქართული ოცნება აკეთებს დღეს საქართველოში. არავის ეგონოს, რომ დავთმობთ პუშკინის სკვერს. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ერთი კვირის წინ დაკანონებული ავტოფარეხი წავართვათ ბიძინა ივანიშვილს და მას იქ, ისევ პუშკინის სკვერი დაერქვას“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი