სულ მცირე 230 ადამიანია მოკლული და ასეულობით დაჭრილი სომალის დედაქალაქში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად
15-10-2017, 19:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, ხალხმრავალ ადგილას, შაბათს მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სულ მცირე 230 შეადგინა, დაჭრილია ასეულობით ადამიანი, განაცხადა პოლიციამ.

 

 

 


როგორც BBC იუწყება, სასტუმროს შესასვლელის სიახლოვეს სატვირთო ავტომანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება ამოქმედდა და მიმდებარე ადგილები მიწასთან გაასწორა. 

 

 

ეს არის ყველაზე საშინელი თავდასხმა სომალიში მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა ალ-შაბაბის დაჯგუფებამ 2007 წელს ამბოხება წამოიწყო.

 

 

 

 

აფეთქებიდან მოკლე პერიოდში გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, სომალის დედაქალაქ მოგადიშუში ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი იყო მოკლული. თუმცა თვითმხილველები დარწმუნებული იყვნენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტს შეადგენდა და ათეულობით ადამიანი იყო დაღუპული.

 

 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ ვინ განახორციელა აღნიშნული თავდასხმა, მაგრამ მოგადიშუ ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფი „ალ-შაბაბის“ დაჯგუფების სამიზნეა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი