„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე სოფლების, იმერთუბანის, ფლატეს, მლაშეს, ზარზმასა და ჩორჩანის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი სოციალურ პრობლემებს, სოფლის მეურნეობისა განვითარებას, მთის კანონსა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეეხო.
ზაქარია ენდელაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისაკენ მოუწოდა და მერად არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარების მზადყოფნა გამოთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.