ზაქარია ქუცნაშვილი: როშკა-არხოტის გზის გაჭრის სამუშაოები დასრულდა - გზა, რომელიც 21 საუკუნე არ არსებობდა, ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი შენაძენია
16-10-2017, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28-კილომეტრიანი გზის გაჭრის სამუშაოები დასრულდა. როგორც GUARDIAN.GE-ს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროდან აცნობეს, გზის მშენებლობა, რომელიც არხოტის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2960 მეტრზე გადის და მდინარე ასას ხეობის გავლით სოფელ ამღაში მთავრდება, 2015 წელს სოფელ როშკადან დაიწყო.

 

 

 

 

 

დეპუტატის ბიუროს ინფორმაციით, ზაქარია ქუცნაშვილი იმ პირველ მგზავრებს შორის იყო, რომლებიც არხოტში სამანქანე გზით ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას საუკუნოვანი პროექტის განხორციელება მიულოცეს.

 

 

 

 

 

როგორც ქუცნაშვილმა განაცხდა, როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის არსებობა უმნიშვნელოვანესი შენაძენია საქართველოსათვის, რაც რეგიონის ტურისტული განვითარებისათვის ახალ, უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

 

 

 

 

„როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის არსებობა უმნიშვნელოვანესი შენაძენია საქართველოსათვის. პირიქითა ხევსურეთს, არხოტის სამ სოფელს - ჭიმღას, ახიელსა და ამღას გზის მშენებლობით შესაძლებლობა მიეცა მაქსიმალურად გამოიყენონ ის პოტენციალი, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით, რომელიც გზის არარსებობის გამო დღემდე აუთვისებელი რჩებოდა. არხოტში საავტომობილო წვდომა ვიზიტორებისათვის შექმნის ახალ ტურისტულ მიმართულებას, რაც აუცილებელია როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის, ასევე, რეგიონის განვითარებისათვის. ამასთანავე, გზის არსებობა მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საქართველომ გზა გაიყვანა კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობის მეოთხე ხეობაში“, განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი