უხვმა ნალექმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა
16-10-2017, 18:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ნაწილში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, უხვმა ნალექმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ობუჯში, ფახულანში და ჩქვალერში შიდა საუბნო გზები ჩამორეცხა.

 

 

„წალენჯიხაში პრობლემურ ადგილებზე მობილიზებული იყო გემგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

 


უამინდობამ პრობლემები შექმნა ფოთშიც. ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები წააქცია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

 


მესტიის მუნიციპალიტეტში მოთოვა. თოვლის საფარი 10 სმ-ს აღწევს. თოვლს პრობლემები მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში არ შეუქმნია. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 


ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, პრობლემურ კერებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტრომომარაგება ეტაპობრივად აღდგება", აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი