ლანჩხუთის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე სარიშვილმა მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა
17-10-2017, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი თანაგუნდელებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრე სარიშვილი სუფსაში, აცანასა და აკეთში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო, სადაც სტიქიამ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

 


„ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები და დატბორილია საცხოვრებელი სახლები. აცანაში, საცხოვრებელ სახლებთან ჩამოწოლილმა მეწყერმა შიდასასოფლო გზა ჩახერგა. მეწყერმა დააზიანა სათავსო ნაგებობა და დაზიანებულია საცხოვრებელი
სახლის ნაწილიც.

 


სტიქიის შედეგად, ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელი ჭინათი გარესამყაროს მთლიანად არის მოწყვეტილი. ჩახერგილია გზა ფოცხვერეთის უბანთან. ადიდდა მდინარე სუფსა, რომელმაც საყანე ფართობები დატბორა.

 


მძიმე ვითარებაა სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სადაც ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები, ეზოები და შიდა გზები დატბორა. ძლიერმა ქარმა სუფსაში დააზიანა ათობით საცხოვრებელი სახლის სახურავი. სტიქიის ზონაში მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლა", ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი