მიხეილ სააკაშვილი: პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე - მას კიდევ აქვს დრო
17-10-2017, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნას, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებასა და ახალი საარჩევნო კანონის მიღებას მოითხოვენ.

 

 

აქციაზე შეკრებილებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

 


„ბოლო 3-4 წლის განმავლობაში განხორციელდა მხოლოდ ერთი ცვლილება. ერთმა ადამიანმა მთელი სასამართლო ხელისუფლების უზურპირება მოახდინა და სწორედ ამიტომ, უკრაინელებისთვის სამართლიანობა არ არსებობს. ამავე ადამიანმა უმაღლესი რადას უზურპაცია მოახდინა. უკრაინაში აღარ არსებობს პოლიტიკური პროცესი, უკრაინაში მხოლოდ სიცრუეა, სათითეებით თამაში და ერთი ადამიანის ნება, რომელსაც უმაღლესი რადა, როგორც ლეღვის ფოთოლი, საკუთარი ქმედებების დასამალად სჭირდება. ვიდრე არის პოროშენკო, არ იქნება პროგრესი, არ იქნება ბრძოლა კორუფციასთან, იქნება მხოლოდ სიღარიბე, დამცირება და ახალგაზრდების ემიგრაცია და ფულის მიტაცება, მათ შორის თანხების, რომლებიც ომისთვისაა გამოყოფილი. ვიდრე არის პოროშენკო, კარგი არაფერი მოხდება და უკრაინის პრესტიჟი დაეცემა,“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტს გადადგმისკენ მოუწოდა.

 

 

„თუ პოროშენკო დღეს თქვენს ხმას არ გაიგონებს, მაშინ ჩვენ სხვა ადგილას გადაადგილება მოგვიწევს. კიეველებს მოვუწოდებ, სამსახურის შემდეგ შემოგვიერთდნენ. თუ არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ხალხის სასარგებლოდ, პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე. მას კიდევ აქვს დრო", განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი