აფხაზეთიდან გადმოსვენებული საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია სამხედრო პატივით ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში, 20 პირი კი, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ნეშტები სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.
სამოქალაქო პანაშვიდზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.