შუახევის მერობის კანდიდატმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მუნიციპალიტეტში დამეწყრილი ადგილები დაათვალიერა
17-10-2017, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე სტიქის ზონაში იმყოფებოდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატი დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

 


„შუახევში სტიქიას ამ წუთებშიც ებრძვიან. მდინარეებში წყლის დონემ მოიმატა. დაზიანდა ხიდები და საავტომობილო გზები, გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და შენობა-ნაგებობები. დამეწყრილია ათამდე საცხოვრებელი სახლი. ამ დროისთვის, არცერთ ოჯახს საფრთხე არ ემუქრება. დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან, ხოლო მდინარეში წყლის დონის დაწევის შემდეგ, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება“, განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 


მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ლოკაციაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი