ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე: ჩვენ გვაქვს მასშტაბური გეგმები და მათ განხორციელებაში ხელს ვერავინ შეგვიშლის
18-10-2017, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე სოფლების,  ციცქიურის, ნადაბურისა და გოლისის ამომრჩეველს შეხვდა და მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დოდო ხაჩიძე და ზურაბ ხაჩიძე წარუდგინა.

 


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ხალხი მმართველი გუნდის კანდიდატებზე. თქვენი გადაწყვეტილება, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება კეთილგონივრული, ამავდროულად, უნდა იყოს სასარგებლო სამშობლოსთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავლისთვის“, განაცხადა შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა.

 


ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, ციცქიურსა და ნადაბურში არაერთი პრობლემაა გადასაჭრელი, დაზიანებული და ამორტიზებულია ხიდები და ხიდბოგირები. აღინიშნა, რომ უკვე მომზადებულია პროექტები და ამ სოფლებში აღნიშნული პრობლემა აღარ იქნება.

 


„ჩვენ მოვიპოვეთ ხალხის ნდობა და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ჩვენი სამომავლო პროგრამები და გეგმები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოფლების გაზიფიცირებაა. ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, მომავალ წელს გაკეთდება სოფლის ცენტრალური გზა. ჩვენ გვაქვს მასშტაბური გეგმები და ხელს ვერავინ შეგვიშლის ამ გეგმების განხორციელებაში“, მიმართა ამომრჩეველს ნიკოლოზ თოფურიძემ.

 

 

ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი