სანდრა კალიენტე: ჩემი სურვილია საქართველომ სტაბილურად განაგრძოს წინსვლა და შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა
18-10-2017, 18:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩემი სურვილია საქართველომ სტაბილურად განაგრძოს წინსვლა და შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა. ამ შემთხვევაში ის მზად იქნება ყველა შემხვედრი შესაძლებლობის მისაღებად“, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა, სანდრა კალიენტემ საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

სანდრა კალიენტე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ ანგარიშის დამტკიცებას გამოეხმაურა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტის მიზნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს განსაზღვრავს.

 

 

„რეკომენდაციების მიხედვით, პარლამენტი უფრო შორს მიდის, ვიდრე საბჭო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოლიტიკური ნება. რა თქმა უნდა, წინადადებები პარტნიორობისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ასევე შენგენის ზონაში გაწევრიანების შესახებ დამოკიდებულია საბჭოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მთავარია, რომ სამივე ევროპულ ინსტიტუტს: საბჭოს, პარლამენტსა და კომისიას შორის რეგულარული კონსულტაციები მიმდინარეობს. ამასთან, პარლამენტის მიერ მომზადებულ წინადადებებს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ იმპლემენტაციის პროცესი დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა", განაცხადა სანდრა კალიენტემ.

 


ვიცე პრეზიდენტმა EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს, კიევში გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრაზე დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით, ასოცირებული ქვეყნებისთვის.

 

 

„ეს იქნება განსაკუთრებული ფორმატის დიალოგი, რომელსაც ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნებს ვთავაზობთ“, აღნიშნა სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა.

 

 

როგორც სანდრა კალიენტემ განაცხადა, საქართველომ, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ ღირებულებებს მიაქციოს, მათ შორის, საპარლამენტო საქმიანობა, მედიის თავისუფლება და ა.შ.

 

 

„დემოკრატია განსხვავებული მოსაზრებებისგან შედგება და პოლიტიკური სიმწიფე სწორედ იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შესძლებენ ხელისუფლებაში მყოფი პირები განსხვავებულ აზრებს შორის ბალანსის პოვნას“, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა.

 

 

საქართველოს ვიცე პრემეირი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელს 18-19 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, რა დროსაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მინისტრის მოხსენება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი