ლევან ცაბაძე „ქართული ოცნების“ ასპინძის მერობის კანდიდატს, როსტომ მაგრაქველიძეს „არჩევნების გაყალბების ვირტუოზს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მას დაამარცხებს, თუ არჩევნები არ გაყალბდა
19-10-2017, 10:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან ცაბაძე GUARDIAN.GE-სთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლად კენჭისყრის გადაწყვეტილება მიაღებინა.

 


იგი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არა მან, არამედ „ქართულა ოცნებამ“ მიიღო, რადგან სწორედ პარტიამ გადაწყვიტა, რომ „სხვაზე გაეკეთებინა აქცენტი“.

 


„ცუდი რაღაცები მოხდა, რაღაცების აგორებაც ხდება ჩემზე და ამან გამოიწვია „ქართული ოცნების“ ლიდერების შეცდომაში შეყვანა და მათ მიიღეს შემდეგ ეს გადაწყვეტილება. მე თუ რეაგირება არ მექნებოდა ამ ყველაფერზე, გამოვიდოდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო და ამიტომ, დემოკრატიული პროცესია და ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება მერი.

 


GUARDIAN.GE-ს შეკითხვაზე - მიზანმიმართულად შეიყვანეს მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეცდომაში, რომ შემდეგ მათ ასპინძის მერად თქვენი კანდიდატურა არ დაესახელებინათ? - ლევან ცაბაძე პასუხობს:

 


„რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად იმოქმედა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელსაც არ აწყობს ის, რომ მე ვიყო ხელმძღვანელი იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში თავიანთ ბოროტ რაღაცებს ვერ ახორციელებენ.

 


„ის, რომ მე აღარ წარმადგენდნენ, შემთხვევით გავიგე, „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაცია არ ყოფილა. წესით და რიგით, როდესაც გუნდში ხარ და გუნდის წევრი ხარ, ზურგსუკან არ უნდა ხდებოდეს რაღაცები. შემთხვევით გავიგე, რომ ვიღაც სხვაზე იყო საუბარი, არც ვიცოდი ვისზე. რომ მოვიკითხე რაღაცები, აღმოვაჩინე, რომ თურმე პრეტენზიებია, სიბინძურეებზეა აქ საუბარი, რომ თითქოს მე აქ ცუდ რაღაცებს ვაკეთებდი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე არ არის საუბარი. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება, თორემ ვინმეს რომ დაეძახა ჩემთვის და ნორმალურად, როგორც გუნდში ხდება, და ეთქვა, ჩვენ ასე გვჭირდება, გუნდს ასე სჭირდება, მე რა თქმა უნდა, ულაპარაკოდ გავიწეოდი გვერდზე. ეს, მე ვთვლი, რომ შეურაცხყოფაა ადამიანის, რომელიც გემსახურება. ეს ჩემი პირადი ღირსების შელახვად ჩავთვალე“, აღნიშნა ლევან ცაბაძემ.

 


კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ჯგუფში ან ვისთან ასოცირდება ეს ჯგუფი, რომელმაც როგორც თავად განაცხადა, მასზე დეზინფორმაცია გაავრცელა და ამით „ქართული ოცნება“ შეცდომაში შეიყვანა, რის შემდეგაც, მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატად აღარ დაასახელა, ცაბაძე პასუხობს:

 


„ვინც დაინტერესებულია, რომ გახდეს მერი და მის უკან მდგომი ჯგუფი“.

 


მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ მისი კანდიდატურა არ წარადგინა, ლევან ცაბაძე დარწმუნებულია, რომ გამარჯვების რეალური შანსი მხოლოდ მას აქვს.

 


„თუ რამე არ მოხდა, რისი კეთებაც კარგად იციან, თუ ისეთი რამე არ ქნეს, რასაც ვერ აღმოვაჩენთ, შანსი არ აქვს არც ერთს - ამაში დარწმუნებული ვარ. ვგულისხმობ გაყალბებას, ეს ადამიანი (როსტომ მაგრაქველიძე) 2006 წლიდან საოლქოს თავმჯდომარე იყო და მოგეხსენებათ, მაშინ რა ხდებოდა, როგორ ტარდებოდა არჩევნები და ახლა მე დარწმუნებული ვარ, რომ მან ეს ყველაფერი ხუთიანზე იცის, ამის ვირტუოზია.

 


„მე, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ვერ დავუკარგავ სიკეთეებს, რაც მათ აკეთეს და დღესაც მე ვთვლი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი ვარ, პარტიის წევრი ვარ დღესაც, არსად არ წავსულვარ. მე არ ვარ ოპოზიცია. ჩემი წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, ვახსენებ „ქართულ ოცნებას“. ადამიანები ვისაც მე ვხვდები, კარგად ხვდებიან, რომ ის რაც ჩემი გამგებლობის პერიოდში გაკეთდა, ჩემი ჯიბიდან არ იყო დაფინანსებული, პარტიის სახელით კეთდებოდა, თუმცა, მოძრაობს ხალხი, მხოლოდ ასპინძას ხომ არ უყურებენ, სხვა მუნიციპალიტეტბს აკვირდებიან და იქ გაკეთებულ საქმეებსაც ხედავენ. ყველგან „ქართული ოცნებიდან“ ვიყავით ხელმძღვანელი პირები - აფასებენ ვითარებას და ხვდებიან, რომ ამდენი რაღაცის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ინტერესი იყო საქმის კეთება. ყველაფერმა ამან ჩემს მიმართ ადამიანებში ნდობის ფაქტორი გამოიწვია. არ არსებობს სოფელი, სადაც მივსულიყავი, რამე პირობა მიმეცა და ის არ შემესრულებინოს - ხალხს ეს მოსწონს, მხვდებიან ნორმალურად.

 


„ჩემი საარჩევნო სლოგანი და მთავარი დაპირება არის ის, რომ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ისევ ისე, როგორც აქამდე, ასპინძის წინსვლას, კეთილდღეობისთვის ზრუნვას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტი არის მუნიციპალიტეტი, სადაც აღარ არსებობს სოფელი, სადამდეც მისასვლელი გზა არ არის. რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს ამ წუთებშიც სამუშაოები, თუმცა, პროექტიც არსებობს ამისთვის და შესაბამისი თანხებიც. საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა მოგვარებულია, თუმცა, უამრავი სხვა პრობლემა არსებობს, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ ასპინძელებისთვის“, განაცხადა ლევან ცაბაძემ, რომლის მიერ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მისამართით გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ GUARDIAN.GE როსტომ მაგრაქველიძეს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ პარტიაში გადაწყვეტილებებს „კონკრეტულ ჯგუფებზე“ დაყრდნობით არ იღებენ.

 


„როგორ გეკადრებათ, „ქართული ოცნება“ ისეთი პარტიაა, რომ ვიღაც კონკრეტული ჯგუფების სიტყვაზე მიიღო გადაწყვეტილება და კონკრეტულ ჯგუფებზე გააკეთა აქცენტი? როგორ გგონიათ თქვენ, თუნდაც რომელიმე ნებისმიერი პარტია, მე ვერც ერთ პარტიას ვერ მივაყენებდი ასეთ შეურაცხყოფას - რომ პარტია რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ჭკუაზე დადის, მე არ ვაკადრებ იმ პარტიას ასეთ რამეს, რომელი პარტიის წევრიც ვარ. თავად იყო წინა არჩევნებში ამ პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი და როგორ შეიძლება კონკრეტული პარტია დადიოდეს კონკრეტული ჯგუფის სიტყვაზე, მით უმეტეს, „ქართული ოცნება“, განაცხადა მაგრაქველიძემ და დაამატა:

 


„თუ ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება ამხელა პარტიაში, რომელთანაც მე ან ამის თქმის საშუალება მქონდა, ან უფლება, კი ბატონო, მერე ამაზე დამატებით გაგცემთ პასუხს. უარვყოფ, ასეთი რამე ბუნებაში არ ყოფილა და არ იქნება“.

 


„ქართული ოცნების“ ასპინძის მერობის კანდიდატი სააკაშვილის მმართველობის დროს, მისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისას არჩევნების გაყალბების ბრალდებასაც უარყოფს.

 


„ძალიან კარგად ვარ გარკვეული და ამიტომ, გიდასტურებთ ყველას, რომ 21-ე საუკუნეში არჩევნები აღარ ყალბდება და საარჩევნო ადმინისტრაციას, კერძოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის საოლქო საარჩევნო კომისიებს ყველა ბერკეტი აქვს შემუშავებული საიმისოდ, რომ ძალიანაც რომ მოინდომოს ვინმემ, არჩევნების გაყალბება არ მოხდება და არც მომხდარა არასდროს“, განაცხადა როსტომ მაგრაქველიძემ და დაამატა, რომ არც ერთ კანდიდატს არ თვლის სერიოზულ კონკურენტად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი