გიორგი კვირიკაშვილი: „რთველი 2017“ ძალიან წარმატებულად დამთავრდა
19-10-2017, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „რთველი 2017" ძალიან წარმატებულად დამთავრდა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან კონკრეტულ მონაცემებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა.

 

 

„ეს არის ნამდვილად თითოეული მევენახის, თითოეული გლეხის, მთლიანად საქართველოს და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატება.

 

 

რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია და ყურძენი კომპანიებს 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

 


მთელი ეს პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული, მევენახეები და მეწარმეები ფასზე შეთანხმდნენ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხის და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

სახელმწიფოს მიერ სწორად ჩატარებული პროცესით, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა - ეს იყო ხვნისა და თესვის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტები, აგროდაზღვევის სისტემა და, რა თქმა უნდა, ბაზრების დივერსიფიკაცია, დღეს უკვე შექმნილია ჯანსაღი სისტემა, რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობს", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და რთველის საკოორდინაციო შტაბსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს „ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებული რთველისთვის" მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი