მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საწარმოს შექმნისთვის ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 700 000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 250 000 აშშ დოლარია, ხოლო 500 000 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
კომპანია წელიწადში 50 ტონაზე მეტ სხვადასხვა ხილის ჩირს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია საექსპორტოა და ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება. საწარმოში 58 ადამიანია დასაქმებული.
საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მორიგი ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დანერგილი აქვს FSSC 22000. ეს არის გადამამუშავებელი ინდუსტრიის გაგრძელებისთვის სახელმწიფო პროექტის ძალიან ნათელი შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისგან მიიღებს ხილს, პირველადი წარმოების სხვადასხვა პროდუქტს და მისგან უმაღლესი ხარისხის ჩირის წარმოებას მოახდენს. ვფიქრობ, ღირებულებათა ჯაჭვში ასეთი საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სტიმულია ფერმერული წარმოების კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარებისთვის“, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ ხარისხის კონტროლის მენეჯერმა, ოთარ ლომიძემ აღნიშნა, გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდებოდა. სამომავლოდ კი, შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაფართოებას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, ეს რიგით მე-9 ახალი საწარმოა, რომელიც რეგიონში სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს დახმარებით გაიხსნა. ამავე სააგენტოს დახმარებით გადაიარაღდა და გაფართოვდა კიდევ ცხრა საწარმო. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის საწარმოების გახსნა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს.
ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორთან, ლევან ზაუტაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.