თემურ აბაზოვი: ჩემო მარნეულელებო, მინდა იცოდეთ, როგორც საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ვიზრუნებ, ისე ვიზრუნებ თითოეულ თქვენგანსა და სრულიად მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარებზე
19-10-2017, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა თემურ აბაზოვმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრა გამართა.

 


ფართომასშტაბიან ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები და მოწვეული სტუმრები ეწრებოდნენ.

 


მერობის კანდიდატმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„ჩემო მარნეულელებო, ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ, როგორც მარნეულის მერობის კანდიდატმა, რაც დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, როგორც ჩემი გუნდის, ისე თითოული თქვენგანის წინაშე; ძალიან სწრაფად გაიარა წინასაარჩევნო პერიოდმა. ამ ხნის განმავლობაში, შევეცადე, მოვსულიყავი თითოეულ თქვენგანთან, პირადად გამეცნო ჩემი საარჩევნო პროგრამა და მომესმინა თქვენი საჭიროებები. ჩემო მეგობრებო, ცოტა დრო დარჩა გამარჯვებამდე. 21 ოქტომებრს, თქვენ მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგებით და მჯერა, რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ. დღეს ჩემთან ერთად არის ჩემი ოჯახი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები. ჩემო მარნეულელებო, მინდა იცოდეთ, როგორც საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ვიზრუნებ, ისე ვიზრუნებ თითოეულ თქვენგანსა და სრულიად მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარებზე”, განაცხადა თემურ აბაზოვმა შეხვედრაზე.

 

 

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი