აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ჯორჯ ბუშმა და ბარაქ ობამამ დონალდ ტრამპის პოლიტიკა დაგმეს
20-10-2017, 09:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ჯორჯ დაბლიუ ბუშმა და ბარაქ ობამამ თავიანთი წუხილი გამოთქვეს შეერთებულ შტატების ამჟამინდელი პოლიტიკური კლიმატის გამო, რაც დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობისადმი ფარული საყვედურის გამოხატვად იქნა მიჩნეული.

 


როგორც BBC იუწყება, ობამამ დაჟინებით მოუწოდა ამერიკელებს უარი თქვან „დაყოფისა“ და შიშის“ პოლიტიკაზე, მაშინ როცა ბუშმა გააკრიტიკა „ძალადობა და ცრურწმენა“ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 


ორივე მათგანი ცალ-ცალკე საუბრობდა და არც ერთს პირდაპირ, სახელით და გვარით, არ უხსენებია პრეზიდენტი ტრამპი.

 


ტრამპს, რომელიც მისი ორი წინამორბედის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

 


ყოფილი პრეზიდენტები თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ტრადიციულად განზე დგებიან პოლიტიკური პროცესებისაგან და ოვალური ოფისის ყოფილი ბინადარნი მათი შემცვლელების მიმართ კრიტიკას ერიდებიან, მაგრამ ამგვარი ქცევის ნორმები და სტანდარტები, რაც ერთ დროს ქვითკირივით მყარ ფორმაში იყო მოქცეული, ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოში განზე არის გადადებული და აღარ მუშაობს, წერს BBC.

 


ნიუ ჯერსიში, ნიუვორკში დემოკრატიული კამპანიის ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას ობამამ განაცხადა, რომ ამერიკელებმა „უნდა გააგზავნონ გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დაყოფის პოლიტიკაზე, ჩვენ უარს ვამბობთ შიშის პოლიტიკაზე“.

 


„ის, რაც ჩვენ ვერ გვექნება, ესაა დაყოფის ისეთი პოლიტიკა, რაც ჩვენ ვნახეთ მრავალჯერ წარსულ საუკუნეებში. ზოგიერთი პოლიტიკისაგან, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ვფიქრობდით, რომ წარმატებით გვქონდა თავი დაღწეული... ახლა 21-ე საუკუნეა და არა მე-19. ყურები გამოვიბერტყოთ “, დაამატა ობამამ.

 


სულ რაღაც ერთი საათით ადრე, ნიუ იორკში სიტყვით გამოსვლისას ბუშმა განაცხადა: „ჩანს, რომ ფანატიზმი გამბედაობამინიჭებულია. ჩვენი პოლიტიკა უფრო სუსტი ჩანს კონსპირაციული თეორიებისა და აშკარა ტყუილებისადმი.

 


„არსებობს გარკვეული ნიშნები, რომ დემოკრატიისადმი მხარდაჭერის ინტენსივობა შემცირდა, განსაკუთრებით ახალგზარდებს შორის“.

 


მისი თქმით, ამერიკელებმა „დაინახეს, რომ ჩვენი საუბარი შეუბრალებლობით იქნა დეგრადირებული“.

 


„ამ დროს, ეს შეიძლება დანახული იყოს იმგვარად, რომ ძალები, რომელიც ჩვენ ერთმანეთისაგან გვაცალკევებს, უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე ძალები, რომლებიც გვაერთიანებს.

 


„ჩვენ ვნახეთ დამახინჯებული ნაციონალიზმი, დავიწყებული დინამიზმი, რომ იმიგრაცია ყოველთვის შემოდიოდა ამერიკაში“.

 


ამ დრომდე ორივე პრეზიდენტი მაქსიმალურად ერიდებოდა ტრამპის პოლიტიკის შესახებ საჯარო კომენტირებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი