​საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
20-10-2017, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

​საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.

 


როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია არამარტო პოლონეთისათვის, არამედ ევროკავშირისა და ნატოსთვის.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისათვის განიხილება სამომავლო ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, გამოთქვა იმედი, რომ ამ კუთხით სამიტი საქართველოსათვის წარმატებული იქნება და ყოველი სამიტი კიდევ უფრო მეტად დაახლოვებს საქართველოს ევროკავშირთან.

 


„ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ მიულოცა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული პროგრესი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეს და უვიზო მიმოსვლას გულისხმობს.

 


მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევისა, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დიდი მონდომებითა და სწრაფი ტემპებით შეძლებს თავისი მიზნის მიღწევას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

 


მხარეებმა შეხვედრისას საქარათველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების შესახებ ისაუბრეს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ბელორუსში სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, მრავალი საფრთხის შემცვლელია საერთო, ევროპული უსაფრთხოებისათვის.

 


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე აუცილებლად იქნება განხილული რუსეთის ქმედებები, სამხედრო წვრთნები და შეფასებული იქნება საფრთხეები.

 


გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას და აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ როლს თამაშობს რეგიონში, როგორც აზია - ევროპას შორის გზაგასაყარი და დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც მრავალ შესაძლებლობას უხსნის თავის პარტნიორებს ვაჭრობის, ენერგეტიკისა და საერთო უსაფრთხოების მიმართულებებით.

 


პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წელი, მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნებისათვის - ქვეყნებისათვის, რომლებმაც თავი დააღწიეს რუსეთის იმპერიას და მოიპოვეს დამოუკიდებლობა. შესაბამისად, აუცილებელია, მხარდაჭერით გავაძლიეროთ ერთმანეთი და არ დავუშვათ რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის შელახვის პრეცედენტები", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი