"განაწყენებულმა მარგველაშვილმა გადაწყვიტა, რომ სამაგიერო გადაუხადოს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც თვითონ არის"?!
01-05-2015, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, ყურად არ იღო საქართველოს პრემიერ–მინისტრის თხოვნა იმის შესახებ, რომ მას დაუბრკოლებლივ გადაეგზავნა ახალი მთავრობის წევრთა სია საქართველოს პარლამენტში იმისთვის, რომ სწრაფად (ხვალვე) მომხდარიყო პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, რათა განახლებული ნდობით აღჭურვილი საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ შესდგომოდა თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას! პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა თავის განცხადებაში დაასახელა ის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიზეზები, თუ რატომ სთხოვდა პრეზიდენტს ამის გაკეთებას, ანუ ერთი დღის ვადაში მისთვის წარდგენილი ახალი სამთავრობო სიის გადაგზავნას ქვეყნის პარლამენტში.

 

 

ეს მიზეზებია, უწინარესად, მოახლოებული ღონისძიება ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD), რომელიც დაგეგმილია 12–13 მაისს თბილისში და რომლსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს არსებულ ფინანსურ–ეკონომიკურ მდგომარეობაში; და მეორე მიზეზი, ქალაქ რიგაში მაისის ბოლოს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელსაც უაღრესად დიდი მოლოდინი აქვს ქართულ საზოგადოებაში! პრეზიდენტ მარგველაშვილმა კი, პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის საპასუხოდ განაცხადა ("პროდასავლელ" მარგველაშვილს, არც EBRD უხსენებია და არც რიგის სამიტი?!), რომ კოსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებს და პარლამენტს "დაუყოვნებლივ არ გადასცემს" დასამტკიცებელი ახალი მთავრობის შემადგენლობას და "მოუწოდებს" პრემიერს და საპარლამენტო უმრვლესობას "დაფიქრდნენ და ნუ აჩქარდებიან" გადაწყვეტილების მიღებას! საქმე ის არის, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმაა, რომ პრეზიდენტს ვერ შეაქვს შესწორება პრემიერის მიერ წარდგენილ სამთავრობო სიაში და ვალდებულია ეს შემადგენლობა დასამტკიცებლად უცვლელად გადაუგზავნოს პარლამენტს, უბრალოდ, პრეზიდენტს შეუძლია ეს ვადა "გაწელოს' 7 დღის მანძილზე, რაც მოიმოქმედა კიდევ მარგველაშვილმა!..

 

 

რა არის იცით, საქართველოს კონსტიტუციისავე თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი, ამავდროულად ამ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და როგორც ჩანს, მარგველაშვილმა ითაკილა ის ფაქტი (შეიძლება სხვა "ფაქტებიც"), რომ იგი, როგორც მთავარსარდალი არ ჩააყენეს საქმის კურსში ("ზეპირად მაინც") თავდაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით! ჰოდა, რა გამოდის, რომ "განაწყენებულმა" მარგველაშვილმა გადაწყვიტა, რომ სამაგიერო გადაუხადოს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც თვითონ არის?! ჰო, ეგრეა, რადგანაც პრემიერ ღარიბაშვილს და ახალ მთავრობას, თითქმის 100% – იანი გარანტიით პარლამენტი მაინც დაამტკიცებს (უსუფაშვილი ხიდაშელის "წინააღმდეგ ხმას", ალბათ არ მისცემს?!) 7 დღის შემდეგ, ხოლო ასეთი "პრეზიდენტისეული გადაწყვეტილებით", სწორედ საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი მნიშვნელოვნად შეიძლება შეილახოს!..

 

 

იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ეფიქრა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა "პირადული" წყენები დააყენა სახელმწიფოებრივ საქმეზე წინ! მარგველაშვილმა, "ვითომ სახელმწიფოებრივი პრიჩინა" მოძებნა და "აუჩქარებელი და მშვიდი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა" ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას! დიახ, ვაჟკაცი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი კი, სამართლიანად ნაწყენიც რომ ყოფილიყო, ოღონდ თავის სიმართლეში დარწმუნებული, განაცხადებდა: რომ მისთვის მიუღებელია პრემიერის მიერ წარმოდგენილი ახალი სამთავრობო შემადგენლობა, მაგრამ, რადგანაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია და მას არ შეუძლია მისი შეცვლა, იგი ხელმძღვანელობს რა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით, მოახლოვებული 2 უმნიშვნელოვანესი ღონისძიებით (EBRD, რიგის სამიტი), ღებულობს გადაწყვეტილებას და ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას – დაუყოვნებლივ უგზავნის საქართველოს პრემიერ–მინისტრის წარდგენილ ახალ სამთვარობო სიას საქართველოს პარლამენტს! – აი, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი, სამართლიანი და ვაჟკაცური ნაბიჯი, რის დეფიციტსაც, ჩემდა სამწუხაროდ, განიცდის საქართველოს 'პროდასავლელი" პრეზიდენტი მარგველაშვილი!!! ისმის კითხვა, – ვის ჭირდება ასეთი პრეზიდენტი???!!!

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი