„მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“ - კახა კალაძემ ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა
20-10-2017, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი ერთად დგომა, არჩევნებზე გამოცხადება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, მხარი უნდა დავუჭიროთ ძლიერ რეგიონებს და ძლიერ საქართველოს. მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის სწორ, გეგმაზომიერ განვითარებას ჩვენი შვილების ჯანსაღ და განათლებულ მომავალს. მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანების თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მმართველობას. მხოლოდ ასე, ერთად დგომით შევძლებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას“, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადებით, პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მხარდამჭერებს მიმართა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

 


კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუ ვის ანდოს საკუთარი ქალაქის და მუნიციპალიტეტის მართვა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

 


„ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საარსებო გარემოს, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებისათვის. 21 ოქტომბერს ყოველი ჩვენგანი აუცილებლად უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და მხარი დავუჭიროთ ქართულ ოცნებას, თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი", აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი