„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
„დიდგორის ლაშქარი „ლეიბორისტული პარტიიდან“ მზად არის ხვალ გამარჯვების მოსაპოვებლად“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ხვალ უნდა მივაფურთხოთ ეშმაკს, ხვალ უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი იმ 41 მილიონერ დეპუტატს, რომელიც პარლამენტში ზის და ჩვენს ხარჯზე მილიონებს აკეთებს კიდევ. იმ საკრებულოს 20 დეპუტატს, რომელიც თბილისელების ძარცვით გამდიდრდა. ხვალ უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი იმ ბანკირებს, რომელთა მოვალე 700 ათასი ჩვენი თანამოძმე და ოჯახის წევრია. ეს უნდა გავაკეთოთ ხვალ, იმიტომ, რომ ზეგ უკვე გვიანი იქნება", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.