გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
20-10-2017, 16:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, მედიათავისუფლების მაღალი ხარისხი და საკონსტიტუციო რეფორმა იყო მთავარი თემები, რომლებზეც საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს NDI-ის სადამკვირვებლო მისიას ესაუბრა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდი იყო, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება და უზრუნველყოფილი იყო თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიაზე, რაზეც კანდიდატთა უპრეცედენტო დებატებიც მოწმობს.

 


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა და გამოთქვა რწმენა, რომ 21 ოქტომბრის არჩევნები ამის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

 

 

„შეხვედრისას, ასევე საუბარი შეეხო წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების გამორიცხვას. აღინიშნა, რომ წარსულში დამკვიდრებული მსგავსი პრაქტიკა დასრულებულია და ცალკეულ შემთხვევებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება ხდება.

 

 

მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას უწყობს ხელს და ქმნის საფუძველს, რომ მომავალი პარლამენტი კიდევ უფრო მრავალპარტიული და პლურალისტური იყოს.

 


NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმდინარე წლის ზაფხულში NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

 


მათი განცხადებით, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მუდმივი დაკვირვება საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად, რომელთანაც NDI თანამშრომლობს და მომავალში ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი