მოგატყუათ „ქართულმა ოცნებამ?“ დიახ, მოატყუეთ თქვენც „ქართული ოცნება“ - ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლებამ ამომრჩევლებზე ზეწოლა გააძლიერა
20-10-2017, 18:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხვალ საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ხვალ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ ერთად, უნდა დავამარცხოთ უპერსპეტქივობა, უიმედობა და რაც ყველაზე მთავარია, მაფიოზურ-კრიმინალური მმართველობა, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებზე, ზეწოლა გააძლიერა.

 

 

„ძვირფასო პედაგოგებო, ძვირფასო საბავშვო ბაღის თანამშრომლებო, ძვირფასო დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ძვირფასო ავტობუსის მძღოლებო და სხვა პროფესიის წარმომადგენლებო, ჩვენ გვაქვს ყოვლისშემცველი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებენ, თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს, რომ ხვალ საარჩევნო უბნებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოცხადდეთ და მიიყვანოთ საკუთარი ოჯახის წევრები დღის 12 საათამდე, დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, დღის 12 საათამდე და ეს ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ დანებდეთ ზეწოლას. არავინ და ვერავინ დაინახავს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემთ თქვენ ხმას დაცულ საარჩევნო კაბინაში. ამიტომ, გვაქვს თქვენი ძალიან დიდი იმედი. ხვალინდელი არჩევნები განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომდევნო ათწლეულებს. ქვეყანაში, სადაც მილიარდერმა ივანიშვილმა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, პენსიონერს ერთი ლარითაც კი არ გაუზარდა პენსია, ცინიკურად 2018 წელსაც არ აპირებს პენსიის ზრდას არც ერთი თეთრით, აი, ეს ქვეყანა მივიღეთ ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, სამაგიეროდ, ორჯერ გაიზარდა „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დანამატები და პრემიები. ჩვენ გვყავს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, სადაც ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს; ყოველი მეექვსე ბავშვი ჩვენს გარშემო საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

 

 

აი, ასეთი ქვეყანა გვაქვს დღეს ჩვენ და პარალელურად, გვყავს მილიარდერი ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ეხმარებოდეს გაჭირვებულ ადამიანებს, ლარად ისაკუთრებს თბილისის ცენტრს. მთელი დასავლეთ საქართველო განადგურებულია აზიური ფაროსანას მეშვეობით. განადგურდა სოფლის მეურნეობა. ათი ათსობით და ასი ათასობით ოჯახი დარჩენილია ულუკმაპუროდ და წარმოდგენა არ აქვთ მათ, თუ როგორ უნდა გაიდაიტანონ კარს მომდგარი ზამთარი და ამ დროს რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი? კომპენსაციასაც კი არ უნაზღაურებს. და შეგახსენებთ, ეს მილიარდერი ადამიანი დაკავებულია ხეების გადატანით და ამით ერთობა მაშინ, როდესაც გაღატაკებულია მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ყოველ მესამე ადამიანს თვალი ამ ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს....

 

 

ნუ შეგეშინდებათ, ავდგეთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და შემოვხაზოთ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც თქვენთან უფრო ახლოს არის გულთან. არ დავნებდეთ ზეწოლას, არ დავნებდეთ შანტაჟს, არ დავნებდეთ მუქარას. მოგატყუათ „ქართულმა ოცნებამ"? დიახ, მოატყუეთ თქვენც „ქართული ოცნება". გაშანტაჟებენ? დიახ, უთხარით, რომ მიხვალთ და ხმას მისცემთ „ქართულ ოცნებას", მაგრამ საკუთარ თავთან როდესაც დარჩებით საარჩევნო კაბინაში მარტო, აი, მაშინ გააკეთეთ ცივი გონებით არჩევანი", განაცხადა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 1
#1   მერაბი
      
როდესაც დავრჩები საარჩევნო კაბინაში მარტო საკუთარ თავთან, აი, მაშინ გავაკეთეთ ცივი გონებით არჩევანს" და ხმას მივცემ ქართულ ოცნებას, გაიფიქრა ნიკა მელიამ თავისთვის ალბათ!
20 ოქტომბერი 2017 12:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი