„ყველა სახლში დამჯდარი ადამიანი გახლავთ ხელისუფლებისთვის ნაჩუქარი ხმა“ - დავით ბაქრაძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს
20-10-2017, 18:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ყველა სახლში დამჯდარი ადამიანი გახლავთ ხელისუფლებისთვის ნაჩუქარი ხმა, ეს არის ხელისუფლებისგან წაღებული და მოპარული ხმა", აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.

 


პარტიის ლიდერმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

 

 

„აუცილებლად მობრძანდით არჩევნებზე, მობრძანდით არა იმიტომ, რომ რომელიღაც პარტიამ გაიმარჯვოს და ვიღაც გახდეს ქალაქის მერი ან გამგებელი. მობრძანდით იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი, თითოეული თქვენი ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად, რომ ქვეყანა მიდიოდეს წინ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ საქართველო ვითარდება.... „ქართული ოცნების" უმაქნისი ხელისუფლება ნამდვილად არ იმსახურებს თქვენგან ხმების ჩუქებას. ამიტომ, ნუ დარჩებით სახლში, მობრძანდით და გააკეთეთ თქენი არჩევანი. მე მჯერა, რომ არჩევანი იქნება ისეთი გუნდის სასარგებლოდ, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ხედვა და კონკრეტული გუნდი ადამიანები, ვინც შეძლებს ქვეყნის წინ წაყვანას. მე ასეთ გუნდად მიმაჩნია „ევროპული საქართველო", განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი