108 ადამიანი დააკავა ბრაზილიის პოლიციამ პედოფილების წინააღმდეგ ოპერაციისას - დაკავებულთა შორის არიან გადამდგარი პოლიციელები და ფეხბურთის ახალგაზრდული კლუბების ხელმძღვანელები
21-10-2017, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიციამ ბრაზილიაში განაცხადა, რომ მათ ლათინური ამერიკის ისტორიაში პედოფილების წინააღმდეგ ყველაზე დიდი ოპერაცია ჩაატარეს. როგორც BBC იუწყება, ოპერაციის ფარგლებში, რომელშიც 1000-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული, ეჭვმიტანილები 24 შტატში და დედაქალაქ ბრაზილიაში დააკავეს.

 


იუსტიციის მინისტრმა, ტოქუატო ჯარდიმმა განაცხადა, რომ დაკავებულები იმ დანაშაულებრივი რგოლის წარმომადგენლები არიან, რომლებიც კომპიუტერების და მობილური ტელეფონების მეშვეობით ბავშვების პორნოგრაფიულ ფოტოებს აზიარებდნენ.

 


ოპერაციას წინ უძღოდა 6-თვიანი გამოძიება, რომელშიც ჩართული იყვნენ შეერთებული შტატების და ევროპის საიმიგრაციო ოფიციალური პირები.

 


გამომძიებლებმა 150 000-ზე მეტი ფაილი აღმოაჩინეს, რომლებიც შემაშფოთებელ ფოტოებს შეიცავდა.

 


BBC-ის ცნობით, დაკავებულთა შორის პენსიაზე გასული პოლიციელები, სამოქალაქო სფეროს მოსამსახურეები და ფეხბურთის ახალგაზრდული კლუბების ხელმძღვანელები არიან. მათ სპეციფიურ ვებგვერდზე მიუწვდებოდათ ხელი, რომელში შეღწევაც უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

 


ჯარდიმმა განაცხადა, რომ პედოფილები დახვეწილ ტექნიკას იყენებენ იმისათვის, რომ თავი აარიდონ პოლიციის საგამოძიებო მოქმედებებს.

 


„ისინი ინახავენ თავიანთ არალეგალურ, კრიმინალურ ფოტოებს ვინმეს კომპიუტერში ქვეყნის სხვა ნაწილში ან საზღვარგარეთაც კი“, თქვა მან.

 


„და ხშირად ადამიანები, რომლებიც ამ შინაარსის მასალებს ინახავენ, ამის საქმის კურსში არ არიან“, დაამატა ჯარდიმმა.

 


ოპერაციის სამიზნე თავდაპირველად ის ეჭვმიტანილები იყვნენ, რომლებიც არალეგალურ პედოფილურ მასალებს აზიარებდნენ, მაგრამ ათეულობით კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში, და CDs-ის მყარ დისკზე შეღწევის შემდეგ, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ კრიმინალური ჯგუფი ინტერნეტში გასავრცელებლად პორნოგრაფიულ მასალებსაც აწარმოებდა.

 


ფაილები მცირეწლოვანი ბავშვების და მოზარდების შემაშფოთებელ ფოტოებს და მათდამი სასტიკ მოპყრობას შეიცავდა.

 


ამ ეტაპზე უცნობია, პედოფილთა რგოლი ბრაზილიაში დამოუკიდებლად მოქმედებდა, თუ საზღვარგარეთ სხვა კრიმინალურ ქსელებთან კავშირში იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი