გერმანიის ქალაქ მიუნხენში პოლიცია იმ მამაკაცის სამძებრო ოპერაციას ატარებს, რომელმაც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა, აღნიშნულია პოლიციის მიერ „თვითერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჩვენ ვაწარმოებთ ძებნას პოლიციისთვის ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით“, ნათქვამია პოლიციის განცხადებაში, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
როზენჰაიმერპლაცის რაიონში, სადაც ადამიანებზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, მოქალაქეებს შინ დარჩენისაკენ მოუწოდეს. გაზეთ Tageszeitung-ის ცნობით, ამ დროისთვის მოედანი პოლიციელებით არის გარშემორტყმული, ინციდენტის ახლომდებარე ტერიტორიას ვერტმფრენი დასტრიალებს, ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ავტომანქანა.
პოლიციის ცნობით, მამაკაცმა „დანით ბევრი ადამიანი დაჭრა“.
დასავლური მედია წერს, რომ დაჭრილების მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
მიუნხენის პოლიციამ ინფორმაცია ეჭვმიტანილის აღწერილობის შესახებ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.