ცესკო: დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები
21-10-2017, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

 

 

„ამ დროისთვის 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 16.5% (567 699 ამომრჩეველი). 12:00 საათისთვის ყველზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში 27.9%, ყველზე დაბალი შიდა ქართლში - 13.9%, თბილისში კი აქტივობა 14.8%-ს შეადგენს.

 

 

შედარებისთვის გაცნობებთ, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16.6% შეადგინა“, განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

 

რაც შეეხება ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების შესახებ, ცესკოს ცნობით, დილის 07:00 საათიდან 12:00 საათამდე სულ შემოსულია 473 ზარი. მათი უმრავლესობა სიაში ამომრჩევლის მონაცემების გადამოწმებას შეეხება.

 

 

ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ.

 

 

„დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები. დანარჩენი ორი სახის ბიულეტენი მერისა და პროპორციული არჩევნებისთვის იყო უბანში. საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული სახის ბიულეტენები უკვე მიეწოდა. ამასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი და საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს. მარტვილის 34-ე უბანზე არ აღმოჩდა მარკირების შემოწმების ფარანი და ის დაუყოვნებლივ მიეწოდა კომისიას; ბოლნისის მე-20 საარჩევნო უბანზე „პრესს მედიის“ წარმომადგენელის მიმართ შედგა გაძევების ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის არაერთხელ ხელის შეშლის გამო“, განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი