60-ამდე პოლიციელი დაიღუპა ტერორისტებთან ბრძოლაში ქაიროდან 135 კილომეტრში მდებარე ელ-ვახატის რაიონში
21-10-2017, 14:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ელ-ვახატის რაიონში ტერორისტებთან ბრძოლაში ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის 23 ოფიცერი და 35 რიგითი, იტყობინება ახალი ამბების პორტალი „მასრავი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.

 

 

„ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით კი მოკლულია 52 და დაჭრილია 6 პოლიციელი.

 


ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, დაღუპულები ეროვნული უსაფრთხოების და ცენტრალური უსაფრთხოების განყოფილებებში, ასევე სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდნენ. მოკლულთა შორის არიან ელიტური სპეცნაზის წევრები, რომელთაც ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის უზარამზარი გამოცდილება გააჩნდათ.

 


უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, სულ მცირე 30 პოლიციელი და სამხედრო პირი იყო მოკლული ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მებრძოლთა თავშესაფრებზე განხორციელებული რეიდისას.

 


„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბრძოლებს პარასკევს, დასავლეთ უდაბნოში, ბაჰარიას ოაზისში, ქაიროდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით, 135 კილომეტრის მოშორებით ჰქონდა ადგილი და ის მას შემდეგ წარიმართა, რაც უსაფრთხოების ძალებმა მებრძოლთა ადგილმდებარეობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

 


შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოკლული არიან პოლიციელები, ისევე როგორც მებრძოლები, მაგრამ სამინისტროს მსხვერპლის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

 

 

თავშესფარში „ჰასმის“ მებრძოლები იმყოფებოდნენ და სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, განაცხადა რა, რომ მათ მიერ პოლიციის და უსაფრთხოების ძალების 28 წარმომადგენელია მოკლული და სხვა 32 დაჭრილი.

 


ეგვიპტის ხელისუფლება „ჰასმს“ ბრალს სდებს იმაში, რომ ის „მუსლიმთა საძმოს“ – 2013 წელს კანონგარეშედ გამოცხადებული ისლამური დაჯგუფის - მებრძოლი ფრთაა. „მუსლიმთა საძმო“ კი, უარყოფს ბრალდებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი