ცესკოს მონაცემებით 17:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა - აღნიშნული დროისთვის თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 34.7%-ია
21-10-2017, 19:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო ადმინისტრაციამ 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. აღნიშნული დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა (1 262 809). ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, კერძოდ - 53.4%, ხოლო ყველაზე დაბალი - შიდა ქართლში 31.5%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 34.7%-ია.

 


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ზემოაღნიშნული მონაცემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას შეადარა, - 2014 წელს 17:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 34.64% იყო.

 


„საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პროცესი დასრულდება 20:00 სთ-ზე. რის შემდეგაც, საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმების დათვლის პროცედურებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ვინაიდან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება“, განაცხადა ანა მიქელაძემ.

 


მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მცირე პროცედურულ ხარვეზებზე:

 


კერძოდ, მოთხოვნილია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის #46-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილება; გადასატან ყუთში 35 ხელმოწერა დაფიქსირდა, მათ შორის, იმ ამომრჩევლების, რომელთაც ხმა საარჩევნო უბანზეც მისცეს. საჩივარი უკვე შევიდა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა წალენჯიხის #10 საარჩევნო უბანზეც და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მოახდენენ რეაგირებას კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი