ზაალ უდუმაშვილი: ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა
21-10-2017, 20:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ის, რაც დღეს ხდებოდა საარჩევნო პროცესის დროს, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

 

 

მერობის კანდიდატი ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა".

 

 

„ჩვენ დილიდან ვუყურებდით, როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი, ზეწოლა მოსახლეობაზე, ტოტალური კონტროლი საარჩევო უბნებზე ”ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც აპირებდნენ მოსვლას არჩევნებზე, ურეკავდნენ და აშინებდნენ. ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც „ქართული ოცნება“ წავიდა ქართველი ხალხისა და თბილისელების წინააღმდეგ. ჩვენ დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ეგზიტპოლის შედეგები არის 18:00 საათისთვის არსებული მონაცემები. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ორ საათში საკმაოდ დიდი იყო ხალხის რაოდენობა. ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა. ამიტომ, ვიძახით ახლა და ამიტომ ვაცხადებთ, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც იმყოფება საარჩევნო უბნებზე და კომისიებში, დავიცვათ ჩვენი ხმები ბოლომდე, რათა არ მივცეთ ხმების ტოტალურად გაყალბების საშუალება „ქართულ ოცნებას”, განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები: 3
#3  avto
      
ნაცებს ამდენმა პროცენტმაც რომ მისცა ხმა, მადლობლები იყვნენ. იმის გათვალისწინებით, რაც მათმა ბელადმა სააკაშვილმა გაუკეთა ქართველ ხალხს, ამდენი პროცენტიც გასაკვირია.
21 ოქტომბერი 2017 14:58
#2  eliso
      
თქვენი დედაც ნაცებოოოოოოოოოოო

რატომაც არა კახი აბა ვინ. ააააააააა თქვენი ხალხი იყო კარებში დაკითხვას რომ უწყობდნენ ხალხს? და გაიძახოდნენ ეგზიტპოლებს ვითვლითო. ეგზიტპოლი არის ყოველ 3 საატში გადაცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს ამომსვლელთა რაოდენობას უბანზე და ესენი კითხულობდნენ ვის მიმართ როგორ არიან განწყობილი.
21 ოქტომბერი 2017 14:04
#1  ნიკა
      
რატომ არ გინდათ დაჯერება, რომ ნაციონალები ეზიზღებით საქართველოს. დიახაც, რომ მისცა ხმა ხალხმა კალაძეს, ამას თქვენი მშბლიური რუსთავი2იც კი აღიარებს და თქვენი ნაქები და "აბსოლუტური სიზუსტით", როგორც თქვენ ხშირად გაიძახოდით, ხმების დამთვლელი ედისონ რისერჩი. მორჩა თქვენი კინო ნაცებო, დაიჯერეთ.
21 ოქტომბერი 2017 13:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი