გიორგი კვირიკაშვილი: ის, რომ დღეს ხელისუფლება სიყვარულით მართავს და არა დაყოფით და სიძულვილით, ჩვენმა ხალხმა დაინახა
21-10-2017, 21:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ქართული დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ქვეყნის მიერ აღებული კურსი სწორია და ამას მოსახლეობა ხედავს.

 


„მინდა, მოგილოცოთ ეს დამაჯერებელი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა თქვენგანს, აქ არმყოფებსაც დიდი მადლობა გადავუხადო იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მინდა, კახა კალაძეს და ჩვენს გუნდს, „ქართული ოცნების“ გუნდს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება.

 

 

ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთმინებით დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგს, მაგრამ ერთი რამ არის აბსოლუტურად ცხადი - ცვლილებამ, რომელიც 2012 წელს ქვეყანაში განხორციელდა პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მოიტანა ეს ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული ცვლილება ქვეყანაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოგილოცოთ - ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც დღეს ჯერ კიდევ არ ულხინს. ქვეყანაში დღეს არ არის ყველაფერი ყველაზე კარგად, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი რამ დაინახა ჩვენმა მოსახლეობამ - დღეს ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული კურსი არის სწორი. ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა და ის, რომ დღეს ხელისუფლება სიყვარულით მართავს და არა დაყოფით და სიძულვილით, ჩვენმა ხალხმა დაინახა. ჩვენ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე გველოდება. ჩვენს დედაქალაქს, მსოფლიოში ულამაზეს ქალაქ თბილისს ელოდება კიდევ უფრო ლამაზი ხვალინდელი დღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და მინდა მივულოცო ჩვენს კახა კალაძეს", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი