"მარგველაშვილი შეელევა პრეზიდენტობას, რომ დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები"?!
02-05-2015, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმ ადმიანების საყურადღებოდ, ვინც "აღფრთოვანებაში" მოიყვანა პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციამ, როცა მან "გამოავლინა" პრინციპულობა და დაუყოვნებლივ არ გადაუგზავნა პარლამენტს, პრემიერ–მინისტრის მიერ მისთვის წარდგენილი ახალი მთავრობის წევრთა სია. მავანი ამ საქციელს "ქართული დემოკრატიის გამარჯვებას" უწოდებს, ხოლო მარგველაშვილს "ერთადერთ" პოლიტიკოსს "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც არ ემორჩილება და არ "ეპუება" ბიძინა ივანიშვილის "დიქტატს"!

 

 

პირადად მე და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, ბ–ნი მარგველაშვილს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ "შერჩეულ" პრეზიდენტად აღვიქვამთ, რადგანაც ეს სრული სიმართლეა! დიახ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი დასახელება საპრეზიდენტო კანდიდატად, მარგველაშვილს პრეზიდენტად ხალხი არ აირჩევდა! ამიტომ, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ წარმოაჩინოთ მარგველაშვილი "დიდ დემოკრატად და დაუმორჩილებელ პოლიტიკურ ფიგურად", მაშინ ურჩიეთ მას, რომ თუ უნდა ასეთი შეფასება მისცეს საქართველოს მოსახლეობამ, იგი უნდა გათავისუფლდეს იმ კლიშესგან, რასაც "ივანიშვილის დანიშნული პრეზიდენტი" ჰქვია! დიახ, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის საწარმოებლად და ძლიერი პოლიტიკური იმიჯის შესაქმნელად, რასაც საკუთარი ქმედითი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბება მოყვება, – პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი (თუ ეყოფა "პოლიტიკური ვაჟკაცობა"), მან უნდა დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები (კონსტიტუციით პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს, რომ დანიშნოს არჩევნები), – და ამის შემდეგ გადადგეს პრეზიდენტის თანამდებობიდან!!

 

 

ამავდროულად, უნდა განაცხადოს, რომ თავად მიიღებს მონაწილეობას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო მის მიერ შექმნილი კოალიცია კი, – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში! მხოლოდ ამ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მარგველაშვილი "პოლიტიკურ ვალს დაუბრუნებს ივანიშვილს" და აღარ იქნება მასთან "მორალურ ვალშიც", მის მიმართ ხალხის ნდობა გაიზრდება და მეტიც, მას გაუჩნდება რეალური შანსი წარმატების მიღწევის ორივე არჩევნებში, – როგორც დამოუკიდებელ, "მართალ" და ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას!!!...

 


P.S. სხვა შემთხვევაში, ყველა ეს მისი "ფაფხური" (მთავრობისათვის 7 დღის "გაწელვა" და სხვა), არასერიოზულია და ხალხში იწვევს ირონიას, მეტიც, გაღიზიანებას!..

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 1
#1  თამაზ
      
ამ შეგონებებს ნაციონალური სუნი ასდის...
2 მაი 2015 15:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი