ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ყაზბეგში, სადაც არსებული 10 საარჩევნო უბნიდან 10-ვე უბნის შედეგები დათვლილია, მერის გამოსავლენად, მეორე ტური დაინიშნება.
ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა ამომრჩეველთა 44.61%-იანი, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა, სანდრო ყამარაულმა 26.88%-იანი მხარდაჭერა მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.