ცესკო-ს მონაცემებით, თიანეთში 50.01%-ით თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა
22-10-2017, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, თიანეთში არსებული 20 უბნიდან 20-ვე უბნის შედეგების მიხედვით, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა 50.01%-ით გაიმარჯვა.

 

 

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა კი, 49.99% მიიღო.

  

 

ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, 59 თვითმმართველი თემიდან ბორჯომში, ხაშურში, მარტვილსა და ოზურგეთში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და შესაბამისად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მეორე ტურები გაიმართება.

 

 

ერთ თვითმმართველ თემში, ყაზბეგში, სადაც არსებული 10 უბნიდან, 10-ვე უბნის შედეგები დათვლილია და აღნიშნული შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა ამომრჩეველთა 44.61%-იანი, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა, სანდრო ყამარაულმა 26.88%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ტური დაინიშნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი