საქართველოს პრემიერ მინისტრი უმსხვილესი იაპონური ფონდის, NIPPON-ის თავმჯდომარეს შეხვდა
23-10-2017, 17:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი იაპონური ფონდის, NIPPON-ის თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა.

 


ფონდის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საზღვაო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს არა მხოლოდ ფონდის ერთი კონკრეტული პროგრამით, არამედ ჩაერთოს მნიშვნელოვან პროექტებში სხვადასხვა მიმართულებით.

 


„შეხვედრისას აღინიშნა, რომ NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს საზღვაო სფეროში და ქვეყანას ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი განვითარების პერსპექტივას აძლევს.

 


საუბარი ასევე შეეხო ფონდის მიერ დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამებს, რომლითაც საქართველოს 10-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა დაა სწავლა განაგრძო საზღვაო სფეროს წამყვან დაწესებულებებში, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტში, მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში და ა.შ.

 

 

გამოითქვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების სურვილი.

 


NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარემ, იოჰეი სასაკავამ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო შავი და კასპიის ზღვის რეგიონის 4 სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიანტთა კონფერენციაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

 


იაპონური ფონდი საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობს და 20-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი