„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში დასუფთავების აქცია დაიწყო
24-10-2017, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის და დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში არსებული ქუჩები, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გათავისუფლდება.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დასუფთავების პირველი აქცია საბურთალოს, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში გაიმართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ.

 


გლდანის მაჟორიტარობის გამარჯვებულმა კანდიდატმა, ოთარ გრიგოლიამ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„ვასუფთავებთ ქალაქს პლაკატებისგან, რომელიც საარჩევნო პერიოდში გამოვიყენეთ. ყველა ოპოზიციურ კანდიდატს მსგავსი ქმედებისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენი ქალაქი დავასუფთავოთ“განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

 


აქციაში ასევე, მონაწილეობა მიიღო ვაკის გამარჯვებულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბირბიჩაძემ.

 


„ვასუფთავებთ იმ ლოკაციებს, სადაც ჩვენი სააგიტაციო მასალა იყო გაკრული. ასევე, მოვუწოდებთ ყველას, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე“, - განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

 


„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ დასუფთავების აქცია თბილისის ყველა რაიონში გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი