Schroders-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის გაზრდას გეგმავს
24-10-2017, 13:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსხვილი ბრიტანული კომპანია Schroders Investment Management-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, - პოტენციურ საინვესტიციო სფეროებზე კომპანიის მენეჯერებმა ინვესტიციების მიმართულებით, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას და სივრცითი მოწყობის მიმართულების ფარგლებში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ რეგიონული მნიშვნელობა ენიჭება.

 

 

„პრემიერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 2017 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2018 წელს, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, პროექტების ჯამური მოცულობა 90%-ით გაიზრდება.

 

 

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ექსპორტის ზრდის ტენდენციასა და პოტენციალზე, რომელსაც ინვესტორებს საქართველოს მიერ მეზობელ ქვეყნებთან, ევროკავშირსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სთავაზობს.

 

 

პრემიერ მინისტრი ინვესტორებს ესაუბრა დამწყები ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებზე, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე.

 

 

შეხვედრაში Global Emerging Markets investments-ის ხელმძღვანელი როლო როსკოუ, - Frontier Markets and Middle East investments- ის ხელმძღვანელი რამი სიდანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მონაწილეობდნენ.

 

 

Schroders Investment Management-ის ამ დრომდე საქართველოში განხორციელებული აქვს 200 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია", ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი