განათლების სამინისტრომ თბილისის 67-ე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
25-10-2017, 12:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის 67-ე სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. განცხადებას ამის თაობაზე თავად სამინისტრო ავრცელებს.

 

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში მუშაობა დაასრულა.

 

 

უწყებაში შესული არაერთი საჩივრის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სწავლობდა.

 

 

შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეტარტამენტის მიერ, სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული“, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ყოფილმა დირექტორმა სკოლის შენობა მოსწავლეებისა და მასწავლებლების შეძახილების ფონზე უკვე დატოვა.

 


67-ე საჯარო სკოლასთან რამდენიმე დღეა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი დირექტორის მიერ სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას მხარდამჭერ აქციებს მართავდა.

 

 

ისინი დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და ინფორმაციას, რომ ქიმიის მასწავლებელი მოსწავლეებზე ძალადობდა, უარყოფდნენ.

 

 

მარიამ თავართქილაძის გათავისუფლების გადაწყვეტილებას თავად დოდო კეზუაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სჯეროდა, რომ განათალების სამინისტრო 67-ე საჯარო სკოლის დირექტორთან დაკავშირებით, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი