მეუფე დიმიტრი: ეს იყო შეთქმულება არა მარტო ჩემს წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ
25-10-2017, 18:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამა გიორგი არის ისევ იმ თავის აზრზე, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ - ჩვენ ამაზე საკმაოდ დიდიხანს ვისაუბრეთ, აღნიშნული განცხადება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ გააკეთა.

 

 

„მე ვთვლი, რომ ეს იყო შეთქმულება არა მარტო ჩემს წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ. და ვინც ეს ყველაფერი შეთხზა, ის არის ძალიან ბოროტი ადამიანი იმიტომ, რომ ამას ვერ მოიფიქრებდა ვერავინ - ჩემს საკუთარ გამზრდელთან, ბიძასთან, პატრიარქთან და ა.შ. ამ ამბოხში თუ წინააღმდეგობაში ჩართულობა.... ის ისევ რჩება თავის აზრზე, რომ ეს მას მოუწყვეს და ეს მოუწყო ადამიანების იმ ჯგუფმა, ვისაც ის ყოველთვის ასახლებდა და აცხადებს, რომ ეს შორენა თეთრუაშვილისგან ჰქონდა ეს შეკვეთა მას“, განაცხადა მეუფე დიმიტრიმ, რომლის თქმითაც, მამა გიორგი მამალაძემ შეხვედრაზე მას ბოდიშიც მოუხადა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ჩააყენა.

 

 

„მან ბოდიშიც მოიხადა, რომ ბევრ საკითხებს შენთან არ ვათანხმებდი. მე ვკითხე მას, რომ თუ შორენამ შეგიკვეთა და თუ მე ვთვლი შენს მოძღვრად, რატომ არ მოხვედი და არ ჩამაყენე საქმის კურსში? რაზეც თქვა, რომ ეს იყო ჩემი შეცდომაო“, განაცხადა მეუფე დიმიტრიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

 

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.

 

 

„უშუალოდ ციანიდთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არ ჰქონდა მას ციანიდი და მე მაშინ აღვნიშნე, რომ ეს ვერ დაადასტურა, რომ მან ნამდვილად შეიძინა ციანიდი. მე ეს თავის დროზე პროკურორებსაც მოვახსენე, რომ საზოგადოებაში არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ყველაზე მეტად, თუ ვინმეს უნდა, რომ მამა გიორგი გამართლდეს და უდანაშაულო დარჩეს, ერთ-ერთი მე ვარ“, აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი