პროექტი „ერთი დღე ჯარში“ გრძელდება
25-10-2017, 18:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში IV მექანიზებულ ბრიგადას ამჯერად საზოგადოებრივი კოლეჯი „ბარაკონის“ სტუდენტები ესტუმრნენ.

 

 

გაცნობითი ხასიათის ვიზიტისას ხელმძღვანელობამ სტუდენტებს ბრიგადის ინფრასტრუქტურა და სამხედრო მოსამსახურეათა საცხოვრებელი პირობები გააცნეს. ახალგაზრდებმა უშუალოდ მოინახულეს სხვადასხვა სასწავლო უბანი, დაათვალიერეს სიმულაციური სწავლების ოთახები და სპეციუალურად მათთვის მოწყობილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენას დაესწრნენ.

 


ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა IV მექანიზირებული ბრიგადის განვითარების და მიღწევების შესახებ მომზადებული ფილმი ნახეს. შემდეგ კი, საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ინფორმაცია მოისმინეს. დღის ბოლოს სტუმრებს საშუალება მიეცათ, სამხედროებთან ერთად ესადილათ.

 


საინფორმაციო შეხვედრების მიზანი სტუდენტებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი