​რუმინული ავიაკომპანია რუმინეთიდან ტურისტებს საქართველოში ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს
26-10-2017, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუმინული ავიაკომპანია ,,Blue Air Airline” -ი რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტებს ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს. პირველი ჩარტერული ფრენები 2018 წლის 3 და 10 თებერვალს განახორციელდება.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რუმინული ტურისტული კომპანიების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ორ ქვეყნას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

 

 

„ვიზიტის დროს, რუმინელი ტურ-ოპერატორები ადგილზე გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და შეხვედრები გამართეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის განხილული იქნა პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა.

 

 

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებმა, როგორც ახალმა ალტერნატივამ ევროპელი ტურისტებისთვის. საპილოტე პროგრამის წარმატების შემთხვევაში, რუმინული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას ჩარტერული რეისები მომავალშიც განახორციელოს და ფრენებს რეგულარულ ხასიათს მისცეს.

 

 

აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, რომელიც მათ შორის მიზნად ისახავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის საზღვარგარეთ წარმოჩენას", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი