ნატო-ს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი დასრულდა
27-10-2017, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ზვიად შანავა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ.

 


მსმენელებს კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები, ფინელ და ნორვეგიელ ინსტრუქტორებს კი, მადლობის სიგელები გადაეცათ.

 


ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი ფინელი და ნორვეგიელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართველმა, მოლდოველმა და აზერბაიჯანელმა კურსანტებმა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობებით ნატოს ლოგისტიკის კონცეფცია და ფუნქციები, ოპერაციების ლოგისტიკური მხარდაჭერის თავისებურებები, მრავალეროვნული ლოგისტიკა და მისი კოორდინაცია შეისწავლეს.

 


კურსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მეორედ ჩატარდა. სწავლება ჩრდილოეთის ქვეყნების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის (DEFCO) ეგიდით, ნორვეგიის სამეფოს და ფინეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორების მხარდაჭერით გაიმართა. კურსი მიზნად ნატოს ლოგისტიკის თანამედროვე პროგრამების გაცნობას და მისი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობებს ისახავდა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი