აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონის „დანაშაულის“ და რუსეთის ამერიკის არჩევნებზე ჩარევის შესახებ მძაფრი განცხადებები გააკეთა
30-10-2017, 09:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონის და ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ „ბრალეულობის“ შესახებ „თვითერზე“ ტირადა წამოიწყო და მისი მგზნებარე განცხადებების გაკეთება მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი დაპატიმრება მიმდინარე კვირას, შესაძლოა, ორშაბათსაც კი მოხდეს.

 


ტრამპი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის საიდუმლო შეთანხმების შესახებ ბრალდებები „ნაყალბევია“ და ეს „კუდიანებზე ნადირობას“ წარმოადგენს. მოსკოვმაც არაერთხელ უარყო მსგავსი ბრალდებები.

 


ტრამპმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელები“ მის გარშემო არიან გაერთიანებული.

 


როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მედია, CNN-ი და Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთის აშშ-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიებამ, რომელსაც სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი ხელმძღვანელობს, უკვე გამოკვეთა სამიზნე, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია და ამ დრომდე არ სახელდება, თუ ვის დააპატიმრებენ უახლოეს პერიოდში.

 


ტრამპმა „თვითერზე“ ოთხი განცხადება გააკეთა, სადაც ხაზგასმით თქვა, რომ „საიდუმლო შეთანხმება არ არსებობს“. „დემოკრატები“ იყენებენ ამ საშინელ (და ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო) კუდიანებზე ნადირობას ბოროტი პოლიტიკისთვის, მაგრამ „რესპუბლიკელები“, როგორც არასდროს, ისე დგანან ამის საწინააღმდეგოდ. რაოდენი ბრალეულობაა დემოკრატების/კლინტონის მიერ და ახლა ფაქტები იღვრება. გააკეთეთ რაიმე!“ დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში და მოგვიანებით დაამატა: „ყოველივე ეს, ‘რუსეთზე’ საუბარი ხდება ზუსტად მაშინ, როცა „რესპუბლიკელები“ გადასახადების შემცირების და რეფორმის მიმართულებით ისტორიულ ნაბიჯებს დგამენ. და ეს დამთხვევაა? არა!“

 


შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა უკვე კარგა ხანია რაც დაასკვნეს, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას, თუმცა მიულერის გამოძიება არკვევს, არსებობდა თუ არა რაიმე კავშირები რუსეთსა და ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებს შორის.

 


მიულერი, აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი იუსტიციის დეპარტამენტმა სპეციალურ პროკურორად მაისში დანიშნა, მალევე რაც FBI-ის დირექტორობიდან პრეზიდენტმა ტრამპმა ჯეიმს კომი გაათავისუფლა.

 


ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ახლა „საყოველთაო თანხმობაა“ იმის თაობაზე, რომ მასსა და რუსეთს შორის საიდუმლო შეთანხმება არ ყოფილა, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, არსებობდა კავშირები მოსკოვსა და ჰილარი კლინტონს შორის.

 


„რესპუბლიკელმა“ კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ 2010 წელს, როცა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყო, რუსულ კომპანიასთან ურანიუმის შეთანხმება მისი ქმრის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის შემოწირულობების გაღების სანაცვლოდ დაიდო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი