ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, ნუცუბიძის ინციდენტთან დაკავშირებით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოკვეთის შემთხვევაში, პროცესში მონაწილე სამართალდამცავები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
30-10-2017, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე პაატა პავიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას ოპერატიულად და ეფექტიანად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოკვეთის შემთხვევაში, პროცესში მონაწილე სამართალდამცავები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

 

 

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

 

 

„საქართველოს პროკურატურის 29 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის კამერებსა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერაში ინციდენტის შესახებ ჩანაწერები არ აღმოჩნდა ვინაიდან, ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა პ.პ.-ს გარდაცვალების მომენტში დროებით გამორთული იყო, მეორე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა დასამუხტად ინახებოდა ავტომანქანაში, ხოლო ავტომანქანაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა არ ფარავს პ.პ.-ს დაკავების ტერიტორიას.

 

 

სახალხო დამცველის აზრით, ის ფაქტი, რომ პ.პ.-ს გარდაცვალების მომენტს სამი ვიდეოკამერიდან არცერთი არ ასახავს, არ ეხმარება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და მათ შორის, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

 

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის მიერ ფიზიკურ პირთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეოკამერის გამოყენებით გაკეთდეს სრული ვიდეოჩანაწერები. მსგავსი ჩანაწერების არსებობა დაეხმარება გამოძიებას და გააქარწყლებს ყოველგვარ ეჭვს პოლიციის მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც პოლიციისადმი საზოგადოების ნდობაზეც მხოლოდ დადებითად იმოქმედებს. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ რეკომენდაციას სახალხო დამცველი წლების განმავლობაში გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ არ არის სრულფასოვნად შესრულებული.

 

 

აქვე სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასა და მის მიერ ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტს, რაც ცალსახად წარმოჩინდება როგორც საზოგადოების თვალში პირის დისკრედიტაციის მცდელობა სამინისტროს მიერ. ადამიანის პირადი ცხოვრების წესი არ აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა თუ ძალის გადამეტების უფლებამოსილებას და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ეს გარემოებები არ შეიძლება გახდეს პოლიციელების მიმართ შემწყნარებლური მოპყრობის საფუძველი", აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი