ტრამპის მრჩეველმა, ჯორჯ პაპადოპულოსმა აღიარა, რომ რუსულ კავშირებზე FBI-ს მიერ დაკითხვისას იცრუა
30-10-2017, 23:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა, ჯორჯ პაპადოპულოსმა აღიარა, რომ მისი რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსთან დაკავშირებით აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან იცრუა და გამოტყდა, რომ შეხვედრები მაშინ შედგა, როცა იგი ტრამპის კამპანიაში მუშაობდა და არა მანამდე.

 


ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


მისი თქმით, მას უთხრეს, რომ რუსებს ჰილარი კლინტონზე „საძაგლობა“ გააჩნდათ.

 


რა გავლენას მოახდენს პაპადოპულოსის საქმე ტრამპზე?

 


აღნიშნულ საქმეს პოტენციური ზიანის მოტანა შეუძლია შეერთებული შტატების ლიდერისთვის, რადგანაც ის პირდაპირ უკავშირდება მის კამპანიას. სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ტრამპის საგარეო პოლიტიკის ყოფილმა მრჩეველმა 5 ოქტომბერს აღიარა, რომ ხელი შეუშალა FBI-ის გამოძიებას რუსეთთან შესაძლო საიდუმლო შეთანხმების თაობაზე.

 


როდესაც ის მიმდინარე წლის იანვარში FBI-მ დაკითხა, მან ტყუილი განაცხადა და თქვა, რომ იგი რუსული კავშირების მქონე ორ პირს მანამდე შეხვდა, ვიდრე ტრამპის კამპანიას შეუერთდებოდა 2016 წლის მარტში. ფაქტობრივად კი, იგი აღნიშნულ პირებს კამპანიაში ჩართვის შემდეგ შეხვდა.

 


ერთ-ერთი იყო უსახელო რუსი ქალი, რომელსაც, როგორც პაპადოპულოსს სჯეროდა, რუსეთის მთავრობის ოფიციალურ პირებთან ჰქონდა კავშირები.

 


მან აღიარა, რომ ცდილობდა ამ ქალბატონის კავშირების გამოყენებას იმისათვის, რომ მოეგვარებინა შეხვედრა „კამპანიასა და რუსეთის მთავრობის ოფიციალურ პირებს შორის“.

 


მეორე პერსონა იყო უსახელო, ლონდონში მოღვაწე პროფესორი, რომელსაც „მნიშვნელოვანი კავშირები ჰქონდა რუსეთის მთავრობის ოფიციალურ პირებთან“.

 


განცხადებაში ნათქვამია, რომ პროფესორმა პაპადოპულოსისადმი ინტერესი მხოლოდ მისი ტრამპის კამპანიაში არსებული სტატუსის გამო გამოიჩინა.

 


რუსული „საძაგლობა“ კლინტონზე, „ათასობით ელექტრონული წერილის“ ფორმით, პროფესორის მიერ სავარაუდოდ ლონდონის სასტუმროში 2016 წლის 26 აპრილს გამართული შეხვედრისას, საუზმეზე იქნა ნახსენები.

 


პროფესორმა განაცხადა, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია მაკომპრომიტირებელი ელექტრონული წერილების შესახებ მაშინ, როცა იგი მოსკოვში ბოლო ყოფნისას რუსეთის მთავრობის ოფიციალურ პირებს შეხვდა.

 


ტრამპის თანაშემწეებმა განაცხადეს, რომ პაპადოპულოსი შეზღუდულ როლს თამაშობდა კამპანიაში და არ გააჩნდა პირდაპირი კავშირი ტრამპთან, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო the Associated Press-ი.

 

 

ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი რიკ გეიტსი შეერთებული შტატების წინააღმდეგ კონსპირაციის, ფულის გათეთრების და კიდევ რამდენიმე სხვა ფინანსური ბრალდებით წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ორივე მათგანს ათეულობით მილიონი დოლარის უცხოური კომპანიების და საბანკო ანგარიშების მეშვეობით გადატანაში ედება ბრალი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი