ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მოინახულა
31-10-2017, 16:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსი ნიინისტო კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმყოფებოდა. იუსი ნიინისტოს მასპინძლობა ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ გაუწია.

 


ფინეთის თავდაცვის მინისტრმა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ ფინელ სტუმარს ცენტრის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სამომავლო გეგმები გააცნო.

 


ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სტუმრობისას ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 


ფინეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღესვე, იუსი ნიინისტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში სამხედროებისთვის ლექციას თემაზე „ტოტალური თავდაცვა და ომის წარმოება“ წაიკითხავს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი