დონალდ ტრამპი თავს დაესხა „ყალბ მედიას“ და მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტისადმი წარდგენილ ბრალდებებს უპასუხა
31-10-2017, 16:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპი მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტისადმი სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის საგამოძიებო ჯგუფის მიერ წარდგენილ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის „საიდუმლო შეთანხმებას“ ადგილი არ ჰქონია.

 


„ყალბი ახალი ამბები ზეგანაკვეთურად მუშაობს. როგორც პოლ მანაფორტის ადვოკატმა თქვა, „არ ყოფილა საიდუმლო შეთანხმება“ და მოვლენებს, რომელიც აღნიშნული იყო, გაცილებით ადრე ჰქონდა ადგილი, ვიდრე ის კამპანიაში მოვიდოდა... ვიმედოვნებ, რომ ხალხი დაიწყებს ფოკუსირების მოხდენას ჩვენი ბიზნესის და საშუალო კლასისთვის გადასახადების მასობრივ შემცირებაზე“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 

 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი რიკ გეიტსი შეერთებული შტატების წინააღმდეგ კონსპირაციის, ფულის გათეთრების და კიდევ რამდენიმე სხვა ფინანსური ბრალდებით წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ორივე მათგანს ათეულობით მილიონი დოლარის უცხოური კომპანიების და საბანკო ანგარიშების მეშვეობით გადატანაში ედება ბრალი.

 


The Associated Press -ის ინფორმაციით, მანაფორტი და გეიტსი ფედერალურ საგამოძიებო ორგანოებს უკვე ჩაბარდნენ და ორშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, სადაც პასუხები გასცეს რობერტ მიულერის საგამოძიებო გუნდის ბრალდებებს.

 


საბრალდებო ოქმი ამტკიცებს, რომ მათ ფული დამალული საბანკო ანგარიშებით კვიპროსზე, სეინტ ვინცენტში, გრენლანდიასა და სეიშელებზე გადაჰქონდათ - ჯამში, 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნა გადაქაჩული ოფშორულ ანგარიშებზე. საბრალდებო ოქმის თანახმად, მანაფორტს 18 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხის გათეთრებაში ედება ბრალი.

 

 

68 წლის მანაფორტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის თავმჯდომარის პოსტიდან 2016 წლის აგვისტოში, მას შემდეგ გადააყენეს რაც ცნობილი გახდა, რომ იგი უკრაინაში პრო-რუსული ინტერესების საიდუმლო ლობირების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. The Associated Press-ის ცნობით, მანაფორტი ათწლეულის წინათ ასევე წარმოადგენდა რუს მილიარდერს იმ მიზნით, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესები განევითარებინათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი