სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
31-10-2017, 18:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

 

„ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2017 წლის 24 აგვისტოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ა.-მ, რომელიც სატვირთო ავტომანქანას მართავდა, სამტრედიიდან სუფსის მიმართულებით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დაცვა, რის შედეგადაც ავტომანქანას გაუმართავი ჩამკეტ-მაფიქსირებელი მექანიზმიდან მოწყდა მისაბმელი, რომელიც უმართავ მდგომარეობაში გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა „ტოიოტა პრიუსს“. შეჯახების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ავტომანქანაში მყოფი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე ერთმა პირმა მიიღო  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. 

 


სამართალდამცველებმა ე.ა. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ასევე 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 


ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ე.ა. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი